ზუგდიდის მუნიციპალიტეტში სამოქალაქო ბიუჯეტის ფორმირების პროცესის დაწყებასთან დაკავშირებით, ეგრისის უბანში
პირველი საინფორმაციო შეხვედრა „მილიონი შენს ხელშია“ გაიმართა.
შეხვედრას ზუგდიდის მერთან გიორგი შენგელიასთან ერთად საკრებულოს თავმჯდომარე მამუკა წოწერია და საკრებულოს წევრებიც დაესწნენ.
„სამოქალაქო ბიუჯეტი არის თითოეული თქვენგანისთვის ახალი შანსი შეცვალოთ გარემო თქვენს ირგვლივ“, - განაცხადა შენგელიამ.
ზუგდიდის მუნიციპალიტეტი წელს პირველად იწყებს
სამოქალაქო ბიუჯეტის ფორმირების პროგრამას, რომლის ბიუჯეტი 1 000 000 ლარია, რაც იმას ნიშნავს, რომ ქალაქის ხუთივე ადმინისტრაციულ ერთეულს საკუთარი ბიუჯეტი 200 000 ლარის ოდენობით ეუნდა ექნეს.
მასალის გამოყენების პირობები