ბოლო 6 თვეში სამეგრელო-ზემო სვანეთში ავტოავარიას 15 ადამიანი ემსხვერპლა
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, სამეგრელო-ზემო სვანეთში 2019 წელს 663 ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. უწყების სტატისტიკის თანახმად,
მიმდინარე წლის იანვარში, თებერვალსა და მარტში რეგიონში 299 ავტოავარია დაფიქსირდა, რის შედეგადაც დაშავდა 138 და დაიღუპა 10 ადამიანი.
სტატისტიკით, 2019 წლის მეორე კვარტალში მომხდარი 664 ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად კი დაიღუპა 5 და დაშავდა 103 ადამიანი. მათგან 57 შემთხვევაზე გამოძიება სს კოდექსით 276-ე მუხლით დაიწყო.
საქართველოს მასშტაბით გასული ექვსი თვის განმავლობაში ავტოავარიით 224 დაიღუპა.
მასალის გამოყენების პირობები