მესტიის სოფელ ლახამულაში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 23 წლის ჩინელი ტურისტი ქალი დაიღუპა. არსებული ინფორმაციით, ის ავტომობილში მარტო იმყოფებოდა,
რა დროსაც ის ხევში გადაიჩეხა. შემთხვევა გუშინ მოხდა. როგორც რადიო
"ათინათს" შს სამინისტროში უთხრეს, ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-6 ნაწილით მიმდინარეობს, რაც ავტომობილის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს იმის მიერ, ვინც ამ სატრანსპორტო საშუალებას მართავს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.
მასალის გამოყენების პირობები