ზუგდიდის შალვა დადიანის სახელობის დრამატულმა თეატრმა რეგიონული თეატრების ფოთის საერთაშორისო ფესტივალს უმასპინძლა.
ზუგდიდის თეატრმა შემოქმედებითი კოლექტივის ახალ ნამუშევარი „უღელტეხილი“ წარადგინა, რომელშიც ჭუბერის ტრაგედიაა მოცემული.
სპექტაკლის დასასრულს ზუგდიდის თეატრის მსახიობს ზემფირა გუნიას ამაგდარის წოდება მიენიჭა.
ფოთში რეგიონული თეატრების საერთაშორისო ფესტივალი უკვე მეხუთე წელია ტარდება, სადაც ზუგდიდის თეატრის შემოქმედებითი კოლექტივი ყოველწლიურად იღებს მონაწილეობას.
მასალის გამოყენების პირობები