ზუგდიდის მერიაში სექტემბრიდან, რეორგანიზაციის შედეგად, 37 თანამშრომლით ნაკლები იმუშავებს, რაც 171 ათასი ლარით გამოთავისუფლებულ
თანხას გულისხმობს. ამის შესახებ ზუგდიდის საკრებულოს სხდომაზე მერმა საკითხზე მსჯელობისას თქვა.
“გავაუქმეთ ტურიზმის განვითარების განყოფილება, რადგან რეგიონის მუნიციპალიტეტებმა ერთობლივად შექმნეს DMO, პროტოკოლისა და საერთაშორისო ურთიერთობის განყოფილება შეუერთდება პიარის განყოფილებას, თუმცა იქმნება ახალი - დონორებთან და საერთაშორისო ორგანიზაციებთან ურთიერთობების განყოფილება. ამასთან, გაერთიანდა სპორტისა და ახალგაზრდული განყოფილება, გენდერი კი ჯანდაცვისა და სოციალური სამსახურის განყოფილებაში გადავიდა. გარდა ამისა, არქიტექტურის განყოფილება გამოვყავით ზედამხედველობის განყოფილებიდან და დავუქვემდებარეთ ინფრასტრუქტურის განყოფილებას”, - აღნიშნა შენგელიამ.
როგორც შენგელია ამბობს, მიუხედავად
ხელფასების გარკვეული მატებისა, ბიუჯეტს 171 ათას ლარაის ეკონომია ექნება.
მასალის გამოყენების პირობები