მესტიის მუნიციპალიტეტის სოფლებში ძლიერმა წვიმამ პრობლემები შექმნა. მერიის ინფორმაციით, ამ დროისთვის შეუძლებელია სოფელ ჭოლაშში მისვლა,
რადგან მულახში ადიდებულმა მდინარე მულხურამ გადასასვლელ ხიდს სამაგრები გამოაცალა. ადიდებულმა მდინარემ სრულად გაანადგურა სოფელ ჩვაბიანის შიდასასოფლო დანიშნულების ხიდი.
ამავე ცნობით, ძლიერმა წვიმამ ასევე გამოიწვია სოფელ ჟაბეშისა და სოფელ ჩვაბიანის ღელეების ადიდება, რის შედეგად დაზიანებულია შიდა სასოფლო სამანქანო გზები და მიმდებარე ტერიტორიები.
ამ წუთებში სალიკვიდაციო სამუშაოები მიმდინარეობს.
სტიქიის ადგილებზე იმყოფებოდა მესტიის მერი კაპიტონ ჟორჟოლიანი.
მასალის გამოყენების პირობები