ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის სოფელ ჭოღაში მცხოვრებ ნუნუ ფაცაციას ორსულიან ოჯახს სტიქიის შედეგად საცხოვრებელი სახლი დაენგრა.
ინფორმაციას მერია ავრცელებს. ამავე ცნობით, ძლიერი წვიმისა და ქარის შედეგად ერთსართულიანი ძველი ხის სახლი მთლიანად ჩამოიშალა. შენობა რეაბილიტაციას არ ექვემდებარება.
დაზარალებულმა მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელებს დახმარება სთხოვა. ადგილზე ჩხოროწყუს მერი და შესაბამისი სამსახურის წარმომადგენლები იყვნენ.
მერიაში ამბობენ, რომ დაზარალებულს შესაბამისი დახმარება გაეწევა. მანამდე კი დედა-შვილი ამავე ეზოში მდგომ მეორე სახლში იცხოვრებენ.
მასალის გამოყენების პირობები