მესტიის მუნიციპალიტეტის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრი დაბა მესტიაში წყალმომარაგების პრობლემასთან დაკავშირებით მოსახლებას მიმართავს და მათ რეკომენდაციებს აძლევს.
ცენტრი ურჩევს ადგილობრივებს, არ გამოიყენონ სასმელად წყალი ადუღების გარეშე.
„არ გამოიყენოთ სასმელად წყალი ადუღების გარეშე, თუ მის უვნებლობაში დარწმუნებული არ ხართ;
ანადუღარი წყალი უსაფრთხოა მომდევნო 24 საათის განმავლობაში;
წყალსადენში წყლის წყვეტილი მიწოდებისას, წყალმა სასურველია იდინოს არანაკლებ 10 წუთი და შემდეგ გამოიყენოთ სასმელად ან საკვების მოსამზადებლად; შეგროვილი, ანადუღარი სასმელი წყალი შეინახეთ სუფთა, დახურულ რეზერვუარში; არ გამოიყენოთ წყლის შესანახი ჭურჭელი სხვა დანიშნულებით (რძის ან სხვა სითხის შესანახად);
გამოიყენეთ სუფთა სასმელი წყალი:
ხილისა და ბოსტნეულის გასარეცხად; საკვების მოსამზადებლად;
სასმელების დასამზადებლად; ყინულის მოსამზადებლად;
ჭურჭლისა და სამზარეულოს სხვა ინვენტარის გასარეცხად;
ხელების დასაბანად", - აღნიშნულია რეკომენდაციებში.
ამავე თემაზე:
მესტიაში სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოების დაწყება ვერ ხერხდება (ფოტო)
მასალის გამოყენების პირობები