ფოთში, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადის მანქანაში, ექიმებმა ახალგაზრდა ქალი ამშობიარეს. ფოთის სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრის მენეჯერის კესო გელენიძის ინფორმაციით,
დედა-შვილი სენაკის სამშობიარო სახლში არიან და თავს კარგად გრძნობენ.
„წუხელ, ათ საათზე შემოვიდა შეტყობინება. 5 წუთში მივედით და მანქანის დაძვრიდან 10 წუთში უკვე გოგონა დაიბადა. ამ ბრიგადამ პირველად მიიღო მშობიარობა. დედაც და გოგონაც კარგად არიან“, - უთხრა რადიო „ათინათს“ გელენიძემ.
მისი ინფორმაციით, ფოთის სამშობიაროს დახურვის შემდეგ, ეს უკვე მეორე შემთხვევაა, როდესაც ქალმა სასწრაფოს მანქანაში იმშობიარა.
მასალის გამოყენების პირობები