ხვალ, 30 ივლისს, ზუგდიდში ჰაერის ტემპერატურა 38 გრადუსს მიაღწევს. ამის შესახებ რადიო „ათინათს“ გარემოს ეროვნულ სააგენტოში უთხრეს.
„შეიძლება ითქვას, რომ ხვალ ზუგდიდში იქნება ყველაზე ცხელი დღე, თუმცა, ეს იმ ფონზე, როგორი ამინდი იყო მთელი თვის განმავლობაში. საგანგაშო არაფერია“, - პროგნოზირებენ სააგენტოში.
ასეთივე ცხელ დღეს ელოდებიან მთელ დასავლეთ საქართველოში, სადაც ჰაერის ტემპერატურა 35-დან 40 გრადუსის ფარგლებში იქნება.
მასალის გამოყენების პირობები