ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ ძველ ხიბულაში, სადაც ზვიად გამსახურდია გაურკვეველ ვითარებაში დაიღუპა, სკოლას პირველი პრეზიდენტის სახელი მიენიჭა.
მერიის ინფორმაციით, ინიციატივა სკოლის სამეურვეო საბჭოს ეკუთვნის, რაც საკრებულომაც მოიწონა.
საბოლოოდ, სკოლისთვის ზვიად გამსახურდიას სახელის მინიჭების ბრძანებას ხელი განათლების მინისტრმა მიხეილ ბატიაშვილმა მოაწერა.
მასალის გამოყენების პირობები