შინაგან საქმეთა სამინისტრომ ზუგდიდში, მედეას ქუჩაზე მომხდარ
უბედურ შემთხვევაზე, გამოძიება დაიწყო.
სამართალდამცავები ფაქტს 124-ე მუხლით იძიებენ, რაც ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე ან მძიმე დაზიანებას გულისხმობს გაუფრთხილებლობით.
ჭის წმენდის სამუშაოები დროს, დაახლოებით, 10 მეტრიან ჭაში მიწა ჩაიშალა და ერთ-ერთი მუშა, 72 წლის მამაკაცი მოიყოლა. მისი ამოყვანის ოპერაცია, რამდენიმე საათია,
მიმდინარეობს.
მასალის გამოყენების პირობები