ზუგდიდელმა მომღერალმა თამუნა ლილუაშვილმა, აშშ-ში ერთ-ერთ კონკურსში მონაწილეობის შემდეგ, ლოს-ანჯელესიდან, ჰოლვუდის ერთ-ერთი ჩამწერი სტუდიის დირექტორის პერსიანა დულოსგან წერილი მიიღო.
ლილუაშვილის თქმით, მას სიმღერების ჩაწერას სთავაზობენ.
„ამ წამს მივიღეთ შეტყობინება, ჯერ პასუხიც არ გაგვიცია. როგორც წერილში ვკითხულობ შემომთავაზა ახალი სიმღერების შექმნა, რაც კიდევ ერთი სიურპრიზია ჩემთვის“, - ამბობს ლილუაშვილი.
კალიფორნიის შტატში გამართულ საერთაშორისო მუსიკის ფესტივალზე, სადაც ზუგდიდელი მომღერალი,“მსოფლიო ჩემპიონის ვარსკვლავი Wcopa 2019“ გახდა, პერსიანა დულო ჟიურის ერთ-ერთი წევრი იყო.
"მსოფლიოს ვარსკვლავებში“ სულ 66 ქვეყანა
მონაწილეობდა.
მასალის გამოყენების პირობები