ზუგდიდში, ჩიქობავას ქუჩაზე მიმდინარე საკანალიზაციო სამუშაოების დროს, ორი მუშა დაშავდა. ადგილობრივების ინფორმაციით, სამუშაოების შესრულების პროცესში მიწა ჩამოიშალა და იქ ორი ადამიანი ჩავარდა. მათგან ერთის ამოყვანა სამაშველო სამსახურმა უკვე
შეძლო და თვითმხილველების ცნობით, მისი მდგომარეობა სტაბილურია. ის სასწრაფო დახმარების მანქანამ სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანა. მეორე მუშის ამოყვანის პროცესი კი ამ წუთებში მიმდინარეობს.
ადგილზე მობილიზებულები არიან სასწრაფო - სამედიცინო დახმარების ბრიგადა, სამაშველო სამსახური და სამართალდამცავები.
მასალის გამოყენების პირობები