პროექტის „ახალგაზრდების ჩართულობა და განვითარება“ ფარგლებში წლის საუკეთესო პედაგოგები დაასახელეს (ვიდეო)
18:33 / 01.08.2019
ასოციაცია ,,ათინათის" პროექტის ,,ახალგაზრდების ჩართულობა და განვითარება" ფარგლებში, ანაკლიაში შემაჯამებელი ღონისძიება გაიმართა.
ღონისძიებაზე წლის საუკეთესო კლუბების პედაგოგები დაასახელეს.
საბუნებისმეტყველო კლუბის ხელმძღვანელობისთვის ინგირის 1 საჯარო სკოლის პედაგოგი მაია ქაჯაია დაჯილდოვდა. ინგლისური ენის კლუბის წლის საუკეთესო პედაგოგი ჩხორიის საჯარო სკოლის მასწავლებელი ნინო ჯოჯუა გახდა. ცხოვრების ჯანსაღი წესისა და ეკოლოგიური განათლების კლუბის მიმართულებით აქტიური მუშაობისთვის ჭკადუაშის საჯარო სკოლის პედაგოგი ლელა ფირცხელავა დააჯილდოვეს, ხოლო სამოქალაქო განათლების კლუბის საუკეთესოდ ხელმძღვანელობისთვის ჯილდო დარჩელის საჯარო სკოლის პედაგოგს ნინო კარბაიას გადაეცა. შემაჯამებელ შეხვედრას პარტნიორი სკოლების დირექტორები და მასწავლებლები, ასევე საგანმანათლებლო რესურსცენტრისა და ზუგდიდის მერიის წარმომადგენლები დაესწრნენ. აღნიშნული პროექტის ფარგლებში, პარტნიორი სკოლის მოსწავლეები გაცვლითი ვიზიტით დიდ ბრიტანეთში იმყოფებოდნენ. მათ უცხოეთში მიღებული შთაბეჭდილებები ღონისძიებაზე შეკრებილებს გაუზიარეს. პროექტს “ახალგაზრდების ჩართულობა და განვითარება” ახორციელებს ასოციაცია "ათინათი" გაეროს ბავშვთა ფონდი UNICEF და გაეროს განვითარების პროგრამა UNDP-თან ერთად, ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს USAID ფინანსური მხარდაჭერით.
სამეგრელოში ცხენი მხოლოდ გადაადგილების საშუალება არ იყო ის ღირსების, ტრადიციის და რწმენის სიმბოლო გახლდათ.ბიჭისთვის ცხენზე პირველად ჯდომა კაცად გახდომის საწყისად ითვლებოდა.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
მასალის გამოყენების პირობები