სოხუმში დამოუკიდებელმა რადიოსადგურმა „სომამ“ მაუწყებლობა შეწყვიტა
სოხუმის ერთადერთმა დამოუკიდებელმა რადიო „სომამ“, 20 წლის შემდეგ, მაუწყებლობა შეწყვიტა. რადიოსადგურის განვითარების
დირექტორმა დმიტრი ბელიმ გვითხრა, რომ ბოლო ორი წელია, ფინანსური კრიზისის გამო, რადიოს არსებობა კითხვის ნიშნის ქვეშ იდგა.
მისივე თქმით, ყველაფერი 1998-1999 წლის საახალწლო ეთერით დაიწყო. მაუწყებლობის დაწყებიდან დღემდე, რადიოს ფორმატი მუდმივად იცვლებოდა, სხვადასხვა დროს, ეთერში გადიოდა თემატური გადაცემები, მუსიკალური წამყვანებისა და სტუდიის სტუმრების მონაწილეობით, მუშაობდა საინფორმაციო სამსახური.
„კრიზისის გამო ყველაზე მარტივ ფორმატს დავუბრუნდით, რაც თავიდანვე გვქონდა, მუსიკალური პროგრამა და რეკლამა, იმ იმედით, რომ დაფინანსების მოძიებას შევძლებდით, რომელიც რადიოსადგურის რეფორმირების საშუალებას მოგვცემდა. თუმცა, ეს არ გამოგვივიდა. დღეს ინტერნეტის ეპოქაა, მედიის მიმართ სულ სხვა მოთხოვნებია, ის მობილური უნდა იყოს და კროს პლათფორმის განვითარების საშუალებას იძლეოდეს, ეს უფრო აქტუალური ხდება. ტრადიციული ეთერის ფორმატში დარჩენას აზრი არა აქვს“, - თქვა ბელიმ.
მან აღნიშნა, რომ ასეთი მოდელი "ბიზნესის თვალსაზრისითაც ვერ იქნებოდა წარმატებული, რადგან აფხაზური ბაზარი ძალიან პატარაა ამისთვის".
მასალის გამოყენების პირობები