ზუგდიდის მუნიციპალიტეტის 2019 წლის ბიუჯეტი
კიდევ ერთი მილიონი ლარით გაიზარდა. ამის შესახებ საკრებულოს სხდომაზე საფინანსო-საბიუჯეტო
კომისიის თავჯდომარემ დავით გახარიამ ისაუბრა. მისი ინფორმაციით, ბიუჯეტის შემოსულობების ნაწილი, ზრდის შესაბამისად, სხვადასხვა სფეროს, მათ შორის, გზების, ხიდების, სკვერებისა და სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებების მშენებლობის დაფინანსებისკენ მიემართება.
გადაწყვეტილება საკრებულოს წევრებმა მოიწონეს, თუმცა კახათის მაჟორიტარმა მანანა მებონიამ აღნიშნა, რომ კარგი იქნება, თუკი გარკვეული თანხა სოფლების ინფრასტრუქტურის მოწესრიგებისთვისაც
გამოიყოფა.
“მიხედეთ სოფლებს. ძალიან კარგია, რომ ქალაქში არის ამდენი პროექტი, თუმცა, ჩვენც სერიოზული პრობლემები გვაქვს, მაგალითად, სანიაღვრე არხები ”,-აღნიშნა მებონიამ.
მის პოზიციას იზიარებს აბასთუმანის მაჟორიტარი ედიტა კოდუაც. მან საკრებულოს თავმჯდომარეს მიმართა და თქვა, რომ ხელისუფლებისთვის, ქალაქის მსგავსად, სოფელიც პრიორიტეტული უნდა იყოს და თანხები თანაბრად გადანაწილდეს.
დეპუტატების საპასუხოდ საკრებულოს თავმჯდომარემ აღნიშნა, რომ მუნიციპალიტეტის ბიუჯეტში, პირველ რიგში, სოფლების ინფრასტრუქტურა იყო გათვალისწინებული და ქალაქში სამუშაოები მხოლოდ ამის შემდეგ დაიგეგმა.
მასალის გამოყენების პირობები