6 აგვისტოს, სოჭში, აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის და რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტების შეხვედრა გაიმართება.
რაულ ხაჯიმბა და ვლადიმირ პუტინი სოციალურ - ეკონომიკური თანამშრომლობისა და აფხაზურ - რუსული ურთიერთობების განვითარების საკითხებს განიხილავენ, წერს „აფსნიპრესი“.
ბოლოს ორმხრივი ურთიერთობების პერსპექტივები ხაჯიბამ და პუტინმა 2018 წლის ნოემბერში განიხილეს, ხოლო პირველი ოფიციალური შეხვედრა ასევე სოჭში, 2014 წლის ნოემბერში შედგა, რა დროსაც მოსკოვსა და სოხუმს შორის „მოკავშირეობისა და სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ შეთანხმებას“ მოეწერა ხელი.
მასალის გამოყენების პირობები