ფინანსთა სამინისტროს თანამშრომლებმა, ზუგდიდში, ჩხოროწყუსა და წალენჯიხაში უაქციზო სიგარეტის (ჯამში 40,720 ღერი) შენახვა-გადაზიდვის ფაქტები გამოავლინეს.
ინფორმაციას შემოსავლების სამსახური ავრცელებს.
ამავე ცნობით, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 192-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, კანონდამრღვევ მოქალაქეებს ჩამოერთვათ საქონელი და საქმის მასალები, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 241-ე მუხლის შესაბამისად, სასამართლოს გადაეგზავნა.
მასალის გამოყენების პირობები