გაგრაში მყვინთავებმა დამხრჩვალი ახალგაზრდა მამაკაცის ცხედარი ამოიყვანეს.
ამის შესახებ ინფორმაციას აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის საგანგებო სიტუაციათა სამინისტრო ავრცლებს. 1999 წელს დაბადებული, ოჩამჩირის მცხოვრები, ქუთელია, გუშინ დილის საათებში შტორმის დროს შევიდა წყალში და ძლიერი ტალღების გამო, ზღვიდან გამოსვლა ვერ შეძლო. საძიებო - სამაშველო სამუშაოები დილის 6 საათამდე გაგრძელდა. ცხედარი ექვსი მეტრის სიღრმეზე აღმოაჩინეს.
ამავე თემაზე:გაგრაში შტორმის დროს ერთი მამაკაცი დაიხრჩო, მეორეს ამ დრომდე ეძებენ
მასალის გამოყენების პირობები