რეგიონი
დადიანების სასახლის ეზოში "სამართლის ქვის" ანალოგის დადგმა იგეგმება
ზუგდიდში,  დადიანების ისტორიული მუზეუმის ეზოში მრავალწლოვან ცაცხვის ხესთან „ქვა-ტახტის“ დადგმა იგეგმება. ისტორიული წყაროების თანახმად, 17 საუკუნეში სწორედ ამ ადგილას იმართებოდა სასამართლო პროცესები და იმ პერიოდში აქ იდგა ქვის ტახტი, რომელსაც სამართლის ქვა ეწოდებოდა. როგორც რადიო „ათინათს“ დანიშნულების ადგილის მართვის ორგანიზაციის (DMO)  წარმომადგენელმა ედუარდ ფარცვანიამ უთხრა,  „ქვა-ტახტი“, რომლესაც ისინი დადგამენ, ისტორიული ობიექტის ანალოგი იქნება.

„ისტორიული წყაროების თანახმად, დადიანები ეზოში ცაცხვის ხესთან არსებობდა "ქვა-ტახტი", რომელიც სასამართლო პროცესის ადგილს წარმოადგენდა, სადაც მოქალაქეთა საჩივრებს სამართლებრივად განიხილავდნენ და ა.შ. აღნიშნული ქვა ახლა არის ბოტანიკურ ბაღში. იყო იმაზე საუბარიც, რომ გადმოეტანათ აქეთ, თუმცა მას კულტურული მემკვიდრეობის სტატუსი მიენიჭა და მისი აქეთ გადმოტანა გარკვეულ პროცედურებთან არის დაკავშირებული. ჩვენ ვგეგმავთ ანალოგიური "ქვა-ტახტის" დადგმას ცაცხვის ხესთან, რომელიც იქნება დამატებითი ტურისტული ობიექტი. რა თქმა უნდა, დატანილი იქნება ინფორმაცია, თუ რას წარმოადგენს ის და რომ ორიგინალი არსებობს ბოტანიკურ ბაღში. აღნიშნული ობიექტი 20 წუთით მაინც შეაჩერებს ადგილზე ტურისტს და გარდა ამისა, გადავამისამართებთ ბოტანიკურ ბაღში. რამდენიმე ნიმუში წარვუდგინეთ მერიის შესაბამის სამსახურებს. ინიციატივა მოწონებულია და ახლა უნდა ვიმუშავოთ პროექტზე, თუ რა ხარჯებთან იქნება დაკავშირებული და როდის დაიდგმევა, ამაზე მოგვიანებით ვისაუბრებთ. ეს იდეა ეკუთვნის ისტორიკოს-მკვლევარ ციცო შენგელაიას“, - ამბობს ფარცვანია.

აღნიშნული საკითხზე ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სხდომათა დარბაზში დღეს იმსჯელეს.


ამავე თემაზე:

ზუგდიდელი მკვლევარი „ქვა-ტახტისთვის“ ტურისტული დანიშნულების მინიჭებას ითხოვს (ვიდეო)

Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული

უმეტესობა ჩვენგანი სახლში ყოფნისას დღის უმეტეს ნაწილს მისაღებ ოთახში ატარებს.

ბიზნესში რისკი ყოვლისმომცველი და გარდაუვალი ნაწილია. კომპანიები ყოველდღიურად აწყდებიან ოპერაციულ, ფინანსურ და სტრატეგიულ რისკებს.
სენადექსინი საფაღარათო საშუალებაა, რომელიც სინამაქის ფოთლების მშრალ ექსტრაქტს შეიცავს.
სტატია
დღის სიახლეები
14 / აგვისტო 2025
სამეგრელოში ცხენი მხოლოდ გადაადგილების საშუალება არ იყო ის ღირსების, ტრადიციის და რწმენის სიმბოლო გახლდათ.ბიჭისთვის ცხენზე პირველად ჯდომა კაცად გახდომის საწყისად ითვლებოდა.
14 / აგვისტო 2025
უმეტესობა ჩვენგანი სახლში ყოფნისას დღის უმეტეს ნაწილს მისაღებ ოთახში ატარებს.
14 / აგვისტო 2025
ბიზნესში რისკი ყოვლისმომცველი და გარდაუვალი ნაწილია. კომპანიები ყოველდღიურად აწყდებიან ოპერაციულ, ფინანსურ და სტრატეგიულ რისკებს.
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
14 / აგვისტო 2025
დადიანების სასახლეთა საგანძური
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
«« აგვისტო 2025 »»
28293031 1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30 31
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.