რუხში ხაჭაპურის ფესტივალის ორგანიზებისა და ჩატარების შესახებ კონკურსი გამოცხადდა.
კონკურსს მიმაგრებული დოკუმენტაციის თანახმად, ხაჭაპურის ფესტივალი მიზნად ისახავს გასტრონომიულ ბიზნესში ჩართული მეწარმეების მოზიდვას, ამასთან, ახალი სამუშაო ადგილების შექმნისა და ადგილობრივი მოსახლეობისთვის შემოსავლის გაზრდის შესაძლებლობას, მათ შორის, ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. საზღვართან მცხოვრებ ადამიანების.
ამავე ინფორმაციით, ფესტივალის მიზანია საქართველოს და მისი ყველაზე პოპულარული პროდუქტების რეკლამირება. ამასთან, ფესტივალი ტურიზმის განვითარებისკენ იქნება მიმართული.
ღონისძიების ორგანიზებისთვის განცხადებებს იღებს USAID ზრდა პროექტის საქართველოში (ზრდა პროექტი), რომელსაც ახორციელებს "ქემონიქს ინტერნეიშენალი" (Chemonics International) და "ანაკლიის განვითარების კონსორციუმი" (ADC), ერთობლივი ინიციატივის, ანაკლიის ეკონომიკური განვითარების პროგრამის (ACED) ფარგლებში.
მასალის გამოყენების პირობები