აგვისტოს დასაწყისში, ოჩამჩირის რაიონში მიმდინარე არქეოლოგიური გათხრების დროს, უძველესი აგურის ფილა აღმოაჩინეს.
არტეფაქტი VI საუკუნით თარიღდება. სპეციალისტების აზრით, მასზე გამოსახული წარწერა, სავარაუდოდ, არამეულ ენაზეა შესრულებული, წერს გამოცემა „აფსადგილ ინფო“.
ამავე ცნობით, ოჩამჩირის რაიონში, ადრე არსებული დასახლების, გუენოსის ტერიტორიაზე, ერთობლივ ექსპედიციას აფხაზეთის მუზეუმი, ჰუმანიტარული კვლევების ინსტიტუტი და რუსი არქეოლოგები ატარებენ. მათი ვარაუდით, ნაპოვნი აგურის ფილა, გუენოსის ტაძრის კედლის ნარჩენია.
მასალის გამოყენების პირობები