ზუგდიდის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილემ საკრებულოს წევრებს სარიტუალო სახლებზე რეგულაციების დაწესების ინიციატივით მიმართა.
ბესიკ ჭეჟიას თქმით, საჭიროა, რომ სარიტუალო სახლებზე რეგულაციები დაწესდეს, რათა ეს ტურისტებისთვის თვალშისაცემი არ იყოს.
„მივმართავ მერიის შესაბამის სამსახურებს, საკრებულოს კომისიას, რომ ვიმსჯელოთ რეგულაციების შემოღებაზე ისე, რომ არც ბიზნესი დაზარალდეს და ამავე დროს, არ იყოს ასეთი რეკლამირებული და აფიშირებული. იქნებ, სამართლებრივად, კომპეტენციის ფარგლებში, მოინახოს გამოსავალი“, - აღნიშნა ჭეჟიამ.
მის ინიციატივას დეპუტატების ნაწილი დაეთანხმა.
მასალის გამოყენების პირობები