ზუგდიდის მერიამ მოძრავი ღია კინოთეატრისთვის პუფების შესასყიდად ტენდერი გამოაცხადა.
50 პუფის შესაძენად ადგილობრივი ბიუჯეტიდან, თითქმის, 6 ათასი ლარი გამოიყო.
ტენდერში წინადადებები 12-და 14 აგვისტოს ჩათვლით მიიღება.
რაც შეეხება ღია კინოთეატრს, მისთვის ეკრანისა და პროექტორის შესაძენად გამოცხადებულ
უკვე მეორე ტენდერში წინადადებების მიღება დღეს, 10 აგვისტოს დაიწყო.
ღია კინოთეატრი სოფლებსა და ქალაქში, სავარაუდოდ, დადიანების სასახლის ეზოსა და ბოტანიკურ ბაღში მოეწყობა. მისი მოწყობის ინიციატივა, მისივე თქმით, მერიასა და ახალგაზრდულ განყოფილებას ეკუთვნის.
მასალის გამოყენების პირობები