ზუგდიდში, პირველი საჯარო სკოლის მასწავლებელს
ნანა კაციტაძეს დამსახურებული პედაგოგის წოდება მიანიჭეს.
ღონისძიება მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ცენტრის ორგანიზებით მეორე საჯარო სკოლაში ჩატარდა.
დღესვე ცენტრის წარმომადგენელი სამეგრელოს რამდენიმე მუნიციპალიტეტის პედაგოგებს
განათლების სამინისტროს ინიციატივის შესახებ ესაუბრა, რომლის თანახმადაც, საპენსიო ასაკის მასწავლებლებს, სურვილის შემთხვევაში, შესაძლებლობა აქვთ, 2019 წელს სახელმწიფოსგან ერთჯერადი ფულადი ჯილდო - ორი წლის ჯამური ხელფასი მიიღონ, თუკი გამოცდის ჩაბარებასა და სკოლაში მუშაობის გაგრძელებაზე უარს იტყვიან.
როგორც ზუგდიდის რესურსცენტრის დირექტორმა კახა ფარცვანიამ რადიო
„ათინათს“ უთხრა, აღნიშნულ შეთავაზებაზე დაწყებითი კლასის პედაგოგმა ნანა კაციტაძემ უარი თქვა და ის სკოლაში საქმიანობას აგრძელებს.
დღესვე სამეგრელოს სხვა მუნიციპალიტეტებში მოღვაწე პედაგოგებიც დაჯილდოვდნენ.
მასალის გამოყენების პირობები