სამეგრელოსა და იმერეთში უაქციზო სიგარეტის შენახვა-გადაზიდვისთვის 12 პირი დააკავეს
ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა დიდი ოდენობით უაქციზო სიგარეტის შენახვა-გადაზიდვის ათი ფაქტი გამოავლინა და თორმეტი პირი დააკავა.
ინფორმაციას უწყება ავრცელებს. ამავე ცნობით, საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, სამეგრელოსა და იმერეთში დანაშაულში მხილებული პირებისაგან ამოღებულია სარეალიზაციოდ განკუთვნილი 22 400 კოლოფი უაქციზო სიგარეტი.
საქონლის საერთო საბაზრო ღირებულება 82 000 ლარს აღემატება.
გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-200 მუხლის პირველი, მეორე და მესამე ნაწილებით მიმდინარეობს, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 6-დან 8 წლამდე ვადით.
მასალის გამოყენების პირობები