ზუგდიდში ქალი ოჯახის წევრისთვის ფულის მოპარვის ბრალდებით დააკავეს
ზუგდიდში ახალგაზრდა ქალი თანხის მოპარვის ფაქტზე დააკავეს. არსებული ინფორმაციით, დაახლობით, 5 ათასი ლარი ქალს, სავარაუდოდ, რძალმა მოპარა.
შემთხვევა დღეს მოხდა.
შს სამინისტროში რადიო „ათინათს“ უთხრეს, რომ ქალი ქურდობისთვის ცხელ კვალზეა დაკავებული. ნაქურდალი თანხა ნივთმტკიცებადაა ამოღებული. გამოძიება 177-ე, ქურდობის მუხლით დაიწყო.
მასალის გამოყენების პირობები