აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის საგანგებო სიტუაციათა სამინისტროს თანამშრომლებმა ოჩამჩირის რაიონის,
სოფელ ჭლოუში, 1992-93 წლების საომარი მოქმედებების დროინდელი საბრძოლო მასალა ამოიღეს და გააუვნებელყვეს. ინფორმაციას უწყება ფეისბუქის საკუთარ გვერდზე ავრცელებს. მათივე ცნობით, ნაპოვნია, თითო - თითო ერთეული РПГ–26 და РКГ-3 ტიპის ტანკსაწინააღმდეგო ყუმბარმტყორცნი.
ამავე რაიონის სოფელ ტამიშში სპეციალისტებმა ПГ-7 - ს ტიპის ჭურვის უტილიზაცია განახორციელეს.
მასალის გამოყენების პირობები