მესტიაში, მწვერვალ თეთნულდზე ბელორუსიის ორი მოქალაქე დაიღუპა, ერთი კი მძიმედ დაშავდა.
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ცნობით, ისინი მაშველებმა შეტყობინების შემოსვლიდან მეორე დილას იპოვეს.
ამ დროისათვის არსებული ინფორმაციით, დაშავებულის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა.
„შინაგან საქმეთა სამინისტროს გადაუდებელი დახმარების ოპერატიულ მართვის ცენტრ "112"-ში 3 ტურისტი ქალის გაუჩინარების შესახებ შეტყობინება გუშინ, ღამით შემოვიდა. შეტყობინების მიღებისთანავე, საძიებო სამუშაოები დაუყოვნებლივ დაიწყო განსაკუთრებულ სიტუაციებზე რეაგირების მთავარი სამმართველოს სწრაფი რეაგირების მესტიის სპეციალიზებულმა სამაშველო ჯგუფმა. ხილვადობის აღდგენისთანავე, სამაშველო ოპერაციაში ჩაერთო სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენი“, - აღნიშნულია საგანგებოს განცხადებაში.
ამავე ცნობით, სამაშველო ოპერაცია მთელი ღამის განმავლობაში უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობდა.
მასალის გამოყენების პირობები