ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭითაწყარში საცხოვრებელი ბინის მეორე სართული, სადაც რამდენიმე ოჯახი ცხოვრობს, მთლიანადაა დამწვარი. ადგილობრივების ინფორმაციით,
ხანძარი ელექტროღუმელის გვერდით მდებარე გაზის ბალონის აალებამ გამოიწვია.
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, ცეცხლის ლოკალიზებას სამაშველო ბრიგადები ცდილობდნენ. ამავე ცნობით, შემთხვევის შედეგად არავინ დაშვებულა.
რადიო "
ათინათს" ზუგდიდის მერიაში უთხრეს, რომ აღნიშნული დასახლებიდან ექვსი ოჯახი საჭიროებს სასწრაფო განსახლებას, რაზეც მათივე ინფორმაციით შესაბამისი სამსახურები მუშაობენ.
მასალის გამოყენების პირობები