ზვიად გამსახურდიას გამზირზე, აუდის მარკის მანქანა ქვეითს დაეჯახა. დაშავებული ახალგაზრდა ქალი ზუგდიდის რეფერალურ ჰოსპიტალშია გადაყვანილი.
რადიო
"ათინათს" საავადმყოფოში უთხრეს, რომ პაციენტის მდგომარეობა უკიდურესად მძიმეა, ის მართვით სუნთქვაზე იმყოფება და კვლევები უტარდება.
მომხდარის გამო ცენტრალური ბულვარის მიმდებარედ საგზაო მოძრაობა ნაწილობრივ შეფერხებული იყო.
ფაქტზე გამოძიება სსკ-ს 276 მუხლით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.
მასალის გამოყენების პირობები