ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერიამ „იუმორისტული საღამოს“ მოსაწყობად ტენდერი გამოაცხადა და ადგილობრივი ბიუჯეტიდან 4 ათასამდე ლარი გამოყო.
სატენდერო დოკუმენტაციის თანახმად, ღონისძიებაში, რომელიც მუსიკალურად იქნება გაფორმებული, მინიმუმ ორმა, შოუ-ბიზნესის პოპულარულმა სახემ უნდა მიიღოს მონაწილეობა.
ტენდერში გამარჯვებული უკვე გამოვლენილია. საღამოს ორგანიზებას ინდ. მეწარმე თეონა ლალიევი გაუწევს.
მასალის გამოყენების პირობები