სენაკის მუნიციპალიტეტში, სოფელ ნოსირთან, ორი მსუბუქი ავტომანქანა ერთმანეთს შეეჯახა. შემთხვევის შედეგად ორივე მანქანა აალდა და დაიწვა.
რადიო
„ათინათის“ ინფორმაციით, არის მსხვერპლი, თუმცა, ამ დრომდე უცნობია, რამდენი ადამიანია დაღუპული. დაშავებულებზე ინფორმაცია არ ვრცელდება.
შემთხვევა, დაახლოებით, ნახევარი საათის წინ მოხდა. ადგილზე სამართალდამცავი უწყების წარმომადგენლები და მაშველები მუშაობენ.
შს სამინისტროში რადიო
„ათინათს“ უთხრეს, რომ მომხდარზე გამოძიება 276-ე მუხლის მერვე ნაწილით დაიწყო,რაც მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესების დარღვევას გულისხმობს, რამაც ორი ან მეტი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.
ფოტო: ნეტგაზეთი
მასალის გამოყენების პირობები