ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ რუხში უაქციზო სიგარეტისა (ჯამში 64,195 ღერი) და 72 ბოთლი ალკოჰოლური სასმელის შენახვა-გადაზიდვის ფაქტები გამოავლინეს.
ინფორმაციას შემოსავლების სამსახური ავრცელებს. უწყების ცნობით, კანონდამრღვევ მოქალაქეებს საქონელი ჩამოართვეს. საქმეთა მასალები ქვემდებარეობით შესაბამის სასამართლოს გადაეგზავნა.
მასალის გამოყენების პირობები