გაგრის სანაპიროზე კოლონადის მშენებლობა დასრულდა. მისი გახსნის ცერემონია 19 აგვისტოს გაიმართა. კოლონადა, რომელსაც სამი თვის
განმავლობაში აშენებდნენ, 540 კვადრატულ მეტრზეა განთავსებული. ნაგებობა ცხრა მეტრამდე სიმაღლის 11 კოლონისგან შედგება. მის ცენტრში დეკორაციული ზღვის ნიჟარაა ჩადგმული, რომლის სიგანე ორი მეტრია.
გაგრის "ადმინისტრაციის" ხელმძღვანელმა გენადი ცვიჟბამ გამოცემა „აიაირას“ განუცხადა, რომ კოლონადის მშენებლობაზე 18 მილიონი რუბლი დაიხარჯა. მისივე ცნობით, სანაპირო ახალი ფილით მოაპირკეთეს და ნაპირსამაგრი სამუშაოები ჩაატარეს.
მასალის გამოყენების პირობები