ზუგდიდის სკოლებში 121 პენსიონერმა პედაგოგმა სამსახურიდან წასვლის შესახებ განცხადება დაწერა.
ისინი სახელმწიფოსგან ორი წლის ხელფასს მიიღებენ. ამის შესახებ რადიო
„ათინათს“ ადგილობრივი რესურსცენტრის ხელმძღვანელმა უთხრა. რაც შეეხება გამოსაცხადებელ ვაკანსიებს, კახა ფარცვანია ამბობს, რომ ზუსტი რაოდენობა უახლოეს დღეებში იქნება ცნობილი.
განათლების მინისტრის მიხეილ ბატიაშვილის გადაწყვეტილებით,
საპენსიო ასაკის პედაგოგებს, რომელთაც არ ექნებათ მინიმალური კომპეტენციის დადასტურებისა და სტატუსის ამაღლების სურვილი, შესაძლებლობა აქვთ, ნებაყოფლობითი არჩევანის საფუძველზე 2019 წელს სახელმწიფოსგან ერთჯერადი ფულადი ჯილდო - ორი წლის ჯამური ხელფასი მიიღონ.
ამასთან, მთელი სიცოცხლის განმავლობაში მათ შეუნარჩუნდებათ ჯანმრთელობის დაზღვევის პაკეტი.
მასალის გამოყენების პირობები