ზუგდიდის მუნიციპალიტეტის იმ სოფლებში, რომლებიც საოკუპაციო ხაზთან მდებარეობს, მოსახლეობას სახლის ერთ წერტილში ბუნებრივი აირის შეყვანის ხარჯებს მთავრობა დაუფინანსებს.
ზუგდიდის მერიის ინფორმაციით, ხელისუფლებას აღნიშნული ინიციატივით ადგილობრივმა თვითმმართველობამ მიმართა. მერიაში რადიო
„ათინათს“ უთხრეს, რომ აქციით სარგებლობა იმ პირებს შეეძლებათ, ვინც 1 ნოემბრამდე გამოთქვამს სახლში გაზის შეყვანის სურვილს.
რაც შეეხება იმ მომხმარებლებს, რომლებმაც უკვე გადაიხადეს ბუნებრივი აირის შეყვანის საფასური, მათ 400 ლარი დეპოზიტზე 1 ნოემბრამდე ეტაპობრივად დაუჯდებათ.
მასალის გამოყენების პირობები