შავი ზღვის მთელ სანაპირო ზოლზე, მათ შორის, ანაკლიასა და განმუხურში, 3-დან 4 ბალამდე შტორმი ფიქსირდება.
ინფორმაციას საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ავრცელებს. ამავე ცნობით, ზღვაში შესვლა კატეგორიულად აკრძალულია, რის გამოც სანაპირო ზოლზე გამოფენილია წითელი ალმები.
„ადგილზე მყოფი მაშველები დამსვენებლებს შტორმის შესახებ აფრთხილებენ და სიტუაციას აკონტროლებენ. შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური მოუწოდებს დამსვენებლებს დაემორჩილონ მაშველების მითითებებს და დაიცვან უსაფრთხოების ნორმები, არ დატოვონ მცირეწლოვანი ბავშვები უმეთვალყურეოდ. მას შემდეგ რაც ზღვაში შესვლა დასაშვები იქნება, სანაპიროზე გამოიფინება თეთრი ალმები“, - აღნიშნულია განცხადებაში.
ანაკლიაში ფესტივალი Echowaves 2019, მეორე დღეა მიმდინარეობს.
მასალის გამოყენების პირობები