მესტიაში, ბეთქილში მდებარე ახალგაზრდული ცენტრის მოაჯირის ნაწილი მოარღვიეს და ცეცხლის შესაკეთებლად გამოიყენეს.
ამის შესახებ რადიო
„ათინათს“ ორგანიზაცია „ახალგაზრდები მთისთვის“ წარმომადგენელმა და მესტიის მერიის კულტურისა და განათლების სამსახურის სპეციალისტმა დავით ნავერიანმა უთხრა. ცენტრში სწორედ აღნიშნული კლუბი ფუნქციონირებს.
„დღეს დილას ვნახე, რომ მოაჯირი მოურღვევიათ და მწვადის შესაწვავად გამოუყენებიათ. სამწუხაროდ, ვერ დადგინდება, ვინ გააკეთა ეს, თუმცა იმედია, აღარ განმეორდება“, - აღნიშნა ნავერიანმა.
ახალგაზრდულმა ცენტრმა მესტიაში ფუნქციონირება რამდენიმე წლის წინ დაიწყო.
მასალის გამოყენების პირობები