სოხუმში, არჩევნების დღისთვის მედიაცენტრი გაიხსნა, სადაც საერთაშორისო დამკვირვებლები და ჟურნალისტები შეძლებენ მუშაობას.
ამის შესახებ ინფორმაციას გამოცემა "აბხაზია ინფორმი" „ცესკოს“ თავმჯდომარის თამაზ გოგიას განცხადებაზე დაყრდნობით ავრცელებს.
"აქ ოფიციალური ცნობები შემოვა, რომელიც საზოგადოებას მისცემს ინფორმაციას კენჭისყრის პროცესის მიმდინარეობის შესახებ",- ამბობს გოგია.
მან ასევე ხაზი გაუსვა იმას, რომ "ქვეყნის მეთაურის" არჩევისთვის მზადება თითქმის დასრულებულია.
აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის „პრეზიდენტს“ 5 წლის ვადით ირჩევენ. არჩევნებში ხმის მიცემის უფლება მხოლოდ 2016 წელს გაცემული „აფხაზური პასპორტის“ მფლობელებს აქვთ.
ამავე თემაზე:
სოხუმი: ასტამურ ოტირბა პრეზიდენტობის კანდიდატობიდან მოხსნეს
გუდაუთაში "პრეზიდენტობის" კანდიდატის შტაბს ესროლეს
სოხუმი: "არჩევნებს" 50 საერთაშორისო დამკვირვებელი დააკვირდება
მასალის გამოყენების პირობები