პატარა ფოთის ტერიტორიაზე ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაშავდა სამი ადამიანი და გარდაიცვალა ერთი მცირეწლოვანი.
დაშავებულები, მათ შორის 2 წლის ბიჭი ფოთის ჰოსპიტალიდან გადაჰყავთ. ამის შესახებ რადიო "ათინათს" საავადმყოფოს დირექტორმა თეა მიგინეიშვილმა უთხრა. მისივე ინფორმაციით, მათ მრავლობითი მოტეხილობები აღენიშნებათ.
არსებითი ინფორმაციით, მსუბუქი ავტომობილი ხეს შეეჯახა. მომხდარზე შსს სამინისტრომ, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-2 ნაწილით დაიწყო.
მასალის გამოყენების პირობები