25 წლის პატიმრის დედის ნესტან ცირდავას თქმით, შვილი, რომელიც ყაჩაღობის მცდელობისთვის ბათუმის #3 დაწესებულებაში იხდის სასჯელს, ცუდ პირობებში ჰყავთ.
ცირდავა ამბობს, რომ ამის შესახებ ნიკა ლოგუა საპყრობილიდან გამოგზავნილ წერილში წერს. „თავდაპირველად ქუთაისში იყო, მერე გადაიყვანეს ბათუმის ნომერ მესამე დაწესებულებაში. ორი წელია რაც ბათუმშია. მოუთხოვია სახალხო დამცველთან შეხვედრა და მას მერე დაიწო ზეწოლები. არ მისცეს საჭმელი და მიიყენა თვითდაზიანება. როგორც ვიცი ადევს ჩვიდმეტი ნაკერი და არის ცუდ მდგომარეობაში. მე არ მაძლევენ უფლებას, რომ ვნახო ჩემი შვილი. მწერს, მიშველეო, დედაჩემოო. 27-ში დამირეკა, წერილს გიგზავნიო, რისკის ფაქტორი ორი დღით მომეხსნაო და წერილი დღეს მოვიდა. იქ ისეთი რაღაცები წერია, არ ვიცი. უხმაუროდ სიკვდილს არ ვაპირებო. მეუბნებიანო, რატომ ხარო მეორეჯერ სასჯელაღსრულების დაწესებულებაში, რატომ დააშავეო, ფიზიკურად მეხებიანო და ფსიქოლოგიურად ანადგურებენ“, - ამბობს ცირდავა.
მან რადიო „ათინათს“ შვილის მიერ გამოგზავნილი წერილის ასლები წარუდგინა. რომელშიც ლოგუა დედას წერს, რომ 2019 წლის 23 აგვისტოს დაიწყო შიმშილობა და მიიყენა თვითდაზიანება. შვილი დედას წერილის გასაჯაროებას სთხოვს.
მოწოდებული ფურცლების რაოდენობა არასრულია
როგორც ცირდავა ამბობს, დახმარების თხოვნით საქართველოს სახალხო დამცველის აპარატის ზუგდიდის რეგიონალურ ოფისსაც მიმართა. ინფორმაცია მიაწოდა ასევე შვილის ადვოკატს იოსებ ჯანაშიასაც.
თავის მხრივ მსჯავრდებულის უფლებადამცველი ამბობს, რომ იგი პატიმრის სანახავად ბათუმში ჩასვლას ორშაბათს გეგმავს.
„წავიკითხე წერილი და ვაპირებ ორშაბათს ჩავიდე მასთან. როგორც წერილში წერს, ციხეში ყოფით პრობლემებზე სასაუბროდ შეხვდა სახალხო დამცველს, რის გამოც ციხის ადმინისტრაციასთან შეექმნა პრობლემები. რა თქმა უნდა ამ ყველაფერს ადგილზე გადავამოწმებ“,- თქვა ჯანაშიამ.
მისივე ინფორმაციით, ნიკა ლოგუა 2016 წელს ზუგდიდში სუპერმარკეტ "ნიკორას" ქურდობის მცდელობის გამო დააკავეს.
ზუგდიდის დიაგნოსტიკურ ცენტრ “ჯან-მედის” გინეკოლოგიური განყოფილება ტექნიკური და პროფესიული განვითარების ახალ ეტაპზე გადავიდა. კლინიკაში დამონტაჟდა უახლესი თაობის დიაგნოსტიკური აპარატი - კოლპოსკოპი.
ეუკარბონი საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული მედიკამენტია, რომელიც იმ დროს უნდა მიიღოთ, როდესაც ყაბზობა და მასთან დაკავშირებული სიმპტომები "შემოგიტევთ".
სამეგრელოში ბავშვების აღზრდა მხოლოდ ოჯახის საზრუნავი არ იყო – ეს იყო მთელი საზოგადოების საქმე. ხალხური წესები და ტრადიციები ბავშვს დაბადების პირველივე დღიდან თან ახლდა. ისინი არა მხოლოდ ზრუნავდნენ ფიზიკურ ზრდაზე, არამედ აყალიბებდნენ პიროვნებასაც – თავისი წესებით, რიტუალებითა და ღირებულებებით.დღევანდელ გადაცემაში გაგაცნობთ იმ საინტერესო წეს-ჩვეულებებს, რომლებიც ბავშვობის ყველა ეტაპს თან სდევდა და რომლებიც დღესაც აღაფრთოვანებს მკვლევრებსა და თაობებს.
ნოდი", ანუ "ნადი", არ იყო მხოლოდ შრომითი ურთიერთდახმარების გრაფიკი ან ტრადიცია. ეს, ძირითადად, იყო კოლექტიური შრომის ერთ-ერთი გზა, როცა ადამიანები ერთობლივად მუშაობდნენ, ხშირად სანაცვლოდ, ერთად. პატარა ოჯახში შრომის სქესობრივი დანაწილება ვერ ხდებოდა ყოველთვის, მაგრამ კოლექტიურ შრომაში ეს პროცესი მაინც იცვლებოდა.დღევანდელ გადაცემაში საუბარია თუ როგორ მიმდინარეობდა "ნოდის" ტრადიცია, როგორ ნაწილდებოდა დღის განმავლობაში შრომის ფუნქციები და როგორ უნდოდა თითოეულ წევრს, რომ ამ პროცესში საკუთარი როლი ეპოვა.
ტრადიციულ ქართულ ჩაცმულობაში თავსაბურავს ყოველთვის დიდი მნიშვნელობა ეძლეოდა, ბუნებრივია ასე იყო სამეგრელოშიც. რაც უნდა ღარიბი ყოფილიყო ქალი და იმისი საგარეო ჩაცმულობა, ერთი კარგი თავშალი აუცილებლად ექნებოდა.რაც შეეხება ფეხსაცმელებს,არსებობდა სხვადასხვა ტიპის .დღევანდელ გადაცემაში საუბარია თავსაბურავების და ფეხსაცმელების ნაირსახეობაზე, რომლის მასობრივი გამოყენება ხდებოდა სამეგრელოში.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
მასალის გამოყენების პირობები