ზუგდიდის ცენტრალური სუპერმარკეტის ტერიტორიაზე, ერთ-ერთი მაღაზიის სახურავს ცეცხლი გაუჩნდა. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, 
ხანძარი მოკლე ჩართვამ გამოიწვია. ამავე ცნობით, შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.
ადგილზე მობილიზებული იყო სახანძრო-სამაშველო სამსახურები და საპატრულო პოლიცია. ამ დროისთვის ცეცხლის კერა ლიკვიდირებულია. 
			
			
											 
					
მასალის გამოყენების პირობები