ზუგდიდში ბინების მისაღებად აპლიკაციების მიღება დაიწყო. ამის შესახებ ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილემ გრიგოლ გიორგაძემ განაცხადა.
მისივე ინფორმაციით, უახლოეს მომავალში განაცხადების მიღება თბილისისა და ქუთაისის ბინებზეც დაიწყება.
ამ ეტაპზე, ზუგდიდში ბინა 300 იძულებით გადაადგილებულ ოჯახს გადაეცემა, რის შემდეგაც დევნილთა საცხოვრებელი 12-მდე ავარიული შენობა დაიხურება.
გარდა ამისა, სამინისტრო დევნილებს მოუწოდებს, რომ თვითნებურად არ შეიჭრან კერძო ობიექტებში. წინააღმდეგ შემთხვევაში, გრიგოლ გიორგაძის თქმით, მათ დევნილის შემწეობა შეუწყდებათ და ბინით დაკმაყოფილებაზე უარს
მიიღებენ.
მასალის გამოყენების პირობები