სოხუმჰესის მიმდებარედ, უაზის ტიპის ავტომობილი კაშხლიდან წყალში გადავარდა. შემთხვევის შედეგად დაიღუპა მძღოლი.
მომხდარის შესახებ თვითმხილველმა, ჰიდროელექტროსადგურის ერთ - ერთმა თანამშრომელმა საგანგებო სიტუაციების სამსახურს შეატყობინა.
ადგილზე სამთო - სამაშველო რაზმის თანამშრომლები და მყვინთავები იყვნენ მობილიზებულები. მათ ცხედრის ამოყვანა წყალსაცავიდან წყლის საგანგებო გაშვების შემდეგ შეძლეს. ინფორმაციას, აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის საგანგებო სიტუაციების სამინისტრო ავრცელებს.
მასალის გამოყენების პირობები