მსახიობი ზურაბ ანთელავა ზუგდიდის შალვა დადიანის სახელობის პროფესიული სახელმწიფო დრამატული თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელის თანამდებობაზე გამოცხადებულ კონკურსში მიიღებს მონაწილეობას. ინფორმაცია მან რადიო
"ათინათს" დაუდასტურა.
"გიდასტურებთ, რომ ვემზადები კონკურსისთვის. ამ დროისთვის ვმუშაობ თეატრის განვითარების ოთხწლიან კონცეფციაზე, რომელსაც წარვუდგენ სამინისტროს. სამ თვეზე მეტია, რაც ზუგდიდის დრამატული თეატრის დასის წევრი ვარ", - გვითხრა მან.
ზურაბ ანთელავა რესპუბლიკის დამსახურებული არტისტი და სახელმწიფო პრემიის ლაურეატია. მან სხვადასხვა დროს ითამაშა ფილმებში: "ხარება და გოგია", "დათა თუთაშხია", "ათოვდა ზამთრის ბაღებს", "ხიბულა". ბოლო დროს მსახიობი მონაწილეობს სერიალში "ჩემი ცოლის დაქალები", სადაც კვაზი მანტკავას როლს ასრულებს.
საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრომ ზუგდიდის შალვა დადიანის სახელობის პროფესიული სახელმწიფო დრამატული თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელობის კანდიდატის შესარჩევად კონკურსი
გამოაცხადა.
მასალის გამოყენების პირობები