ახალი ამბები
მესტიაში შშმ პირთათვის სარეაბილიტაციო ცენტრი გაიხსნა (ვიდეო)
მესტიაში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთათვის სარეაბილიტიო ცენტრი გაიხსნა, რომელიც 100-ზე მეტ ბენეფიციარს მოემსახურება.

გახსნის ცერემონიალს საქართველოში იაპონიის ელჩი ტადაჰარუ უეჰარა, მესტიის მუნიციპალიტეტის მერი კაპიტონ ჟორჟოლიანი და ორგანიზაცია "ერთად რეალური ცვლილებებისთვის" გამგეობის თავმჯდომარე ნანა ლომაძე, ადგილობრივ მოსახლეობასთან ერთად ესწრებოდნენ.
ნანა ლომაძის თქმით, აღნიშნულ ცენტრში ბენეფიციარები სხვადასხვა მომსახურებას მიიღებენ.

"ჩვენი ცენტრი მომსახურებას მიაწოდებს ადგილობრივ ბენეფიციარებს ხუთი მიმართულებით. ესენია: ადრეული დღის ცენტრის პროგრამა, აბილიტაცია, რეაბილიტაციის პროგრამა, ზრდასრულების რეაბილიტაცია და შინმოვლა. თითქმის ყველა სეგმენტი, ყველა შეზღუდვის მქონე პირია გათვალისწინებული ჩვენს სერვისში. ეს პროექტი არის ძალიან მნიშვნელოვანი, რადგან არ მოხდეს მაღალმთიანი რეგიონებიდან მოსახლეობის გადინება იმის გამო, რომ ბავშვს სჭირდება გარკვეული სერვისი, ამიტომ, ადგილზევე მოვიტანეთ ეს სერვისები. კადრებიც არის მაღალკვალიფიციური, უკვე ექვსი თვეა გადამზადებას გადიან. სვანეთი შევარჩიეთ სახალხო დამცველის თხოვნით. გვთხოვეს გავცნობოდით სიტუაციას და მიგვექცია ყურადღება ამ რეგიონისთვის. მოგეხსენებათ, ჩვენი ორგანიზაცია ორიენტირებულია რეგიონების გაძლიერების კუთხით. ინფრასტრუქტურული პროექტი დაფინანსებულია იაპონიის საელჩოს მიერ. რაც შეეხება შიდა აღჭურვას და კადრების გადამზადებას, ბულგარეთის საელჩომ დააფინანსა", - აღნიშნა ლომაძემ.

არასამთავრობო ორგანიზაცია "ერთად რეალური ცვლილებებისთვის" პროექტის განხორციელებაში გარდა იაპონიისა და ბულგარეთის საელჩოებისა, ადგილობრივი ხელისუფლებაც დაეხმარა.

საქართველოში იაპონიის ელჩის ტადაჰარუ უეჰარას განცხადებით, გრანტი, რომელიც იაპონიამ გამოყო, რეგიონების განვითარებას ემსახურება.

„ძალიან დიდ მადლობას გიხდით და ბედნიერი ვარ, რომ აქ სვანებთან ერთად ლამაზ გარემოში, ღია ცის ქვეშ ვიმყოფები. იაპონელი ხალხის მიერ წარმოდგენილი გრანტი ემსახურება საქართველოს რეგიონების განვითარებას და ადგილობრივების ცხოვრების გაუმჯობესებას. მე ამაყი და ბედნიერი ვარ, რომ ამ მცირე საჩუქრის გადაცემის საშუალება მომეცა სვანეთის მოსახლეობისთვის. ეს არის რეაბილიტაციის პირველი ცენტრი სვანეთის რეგიონში და იმედი მაქვს, რომ კარგად მოემსახურება ადგილობრივ მოსახლეობას. მინდა კიდევ ერთხელ აღვნიშნო და მადლიერება გამოვხატო მესტიის მერის კაპიტონ ჟოჟოლიანისა და ნანა ლომაძის მიმართ, რადგან მათ მცდელობამ წარმოშვა ეს პროექტი. მე იმედი მაქვს, რომ მომავალშიც გავაგრძელებთ ნაყოფიერ თანამშრომლობას“, - ამბობს ტადაჰარუ უეჰარა.

მესტიის მერის პირველი მოადგილის ნელი ნავერიანის თქმით, მუნიციპალიტეტისთვის ცენტრის არსებობა მნიშვნელოვანია და დახმარებას მომავალშიც გააგრძელებენ.

„ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩვენს რეგიონში გაიხსნა სარეაბილიტაციო ცენტრი. ჩვენ ამაყები ვართ, რომ პირველად ჩვენთან გაიხსნა ასეთი მნიშვნელობის მქონე ცენტრი და ზოგადად, ვფიქრობ, რომ ერის კულტურა განისაზღვრება იმით, თუ როგორ ზრუნავს  შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებზე. მერია უზრუნველყოფს კომუნალური გადასახადის გადახდას და მომსახურე პერსონალის ხელფასების თანადაფინანსებას. ვფიქრობთ, რომ ამ ეტაპზე რისი გაკეთებაც შეგვეძლო, გაკეთებულია, თუმცა დახმარება გაგრძელდება ბიუჯეტის ზრდასთან ერთად, ბუნებრივია. ცენტრის მიმდებარედ იგეგმება ატრაქციონების მოწყობა“ - თქვა ნავერიანმა.

„გრასრუტების საგრანტო პროგრამა“ დახმარებას უწევს შედარებით მცირემასშტაბიან პროექტებს და მიზნად ისახავს საქართველოს მოსახლეობის ცხოვრების დონის გაუმჯობესებას და განათლებისა და კულტურის ხელშეწყობას. საგრანტო პროგრამა ხორციელდება ისეთ სფეროებში, როგორებიცაა საზოგადოებრივი ჯანდაცვა, განათლება, სოციალური დაცვა, სოფლის მეურნეობა, გარემოს დაცვა, სიღარიბის დაძლევა და კულტურა. 1998 წლიდან დღემდე, ამ პროგრამის ფარგლებში, საქართველოში დაფინანსდა 170 პროექტი, რომელთა საერთო ღირებულებამ 17 171 529 აშშ დოლარი შეადგინა.



Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
ზუგდიდის მუნიციპალიტეტში სხვადასხვა ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელება აქტიურად მიმდინარეობს.
ზუგდიდის მუნიციპალიტეტში საბავშვო ბაღების მშენებლობა-რეაბილიტაცია აქტიურად მიმდინარეობს.
„ქეა კავკასია“ ახორციელებს პროექტს ,,ფერმერთა საველე და ბიზნეს სკოლა“(FFBS), რომელიც მიზნად ისახავს მცირე და საშუალო მეწარმეების შემოსავლის, მოგებისა და მედეგობის გაზრდას, გენდერულად ტრანსფორმაციული და კლიმატ-
დღის სიახლეები
21 / ნოემბერი 2024
დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტო სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებულ 251 ოჯახს სახლებს შეუსყიდის. ამის შესახებ ინფორმაცია უწყებამ საკუთარ ვებ გვერდზე გამოაქვეყნა.
21 / ნოემბერი 2024
მექორწინე ოჯახებს შორის არსებული ეკონომიკური ვალდებულებების თვალსაზრისით უკანასკნელ მოვალეობას შეადგენდა ,,აკვნის მიყვანა“.
21 / ნოემბერი 2024
საქართველოს მოქალაქე ირაკლი ბებუა, რომელიც ოკუპირებული აფხაზეთის "ხელისუფლებამ" 2020 წელს დააკავა და ცხრა წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა, შესაძლოა 2025 წლის მარტში გაათავისუფლონ. ამის შესახებ რადიო
ოდაბადეშ კინოხონი
21 / ნოემბერი 2024
დადიანების სასახლეთა საგანძური
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.