ზუგდიდის მერიასა და საკრებულოში პრაქტიკის გავლა შესაძლებელი გახდა
ზუგდიდის საკრებულოსა და მერიაში დაინტერესებულ პირებს სასწავლო პრაქტიკის გავლა შეეძლებათ. პრაქტიკის გავლის შემდეგ კი მათ სერთიფიკატიც გადაეცემათ.
შესაბამისი წესი მუნიციპალიტეტის საკრებულოში დღეს დაამტკიცეს.
„აქამდე მხოლოდ სტაჟირების კურსი იყო, რომელსაც საჯარო ბიურო მართავს. ჩვენ დღეს მივიღეთ სასწავლო პრაქტიკის წესი და დაინტერესებულ პირს თუ ორგანიზაციას შეუძლია მოგვმართოს გამარტივებული წესით. პრაქტიკის გავლის შემდეგ მათ გადაეცემათ შესაბამისი დოკუმენტი“, - თქვა საკრებულოს თავმჯდომარემ მამუკა წოწერიამ.
სასწავლო პრაქტიკის გავლა უფასოა.
მასალის გამოყენების პირობები