ბათუმის ბოტანიკურმა ბაღმა ზუგდიდისას ხე-მცენარეები უსასყიდლოდ გადასცა. მერიის ,,ბოტანიკური ბაღების მართვის ცენტრის" ინფორმაციით, 18 სახეობის ხე-მცენარე
ბათუმელებმა დღეს ჩამოიტანეს.
ესენია: გარდენია, კამელია, მაგნოლია, კალისტემონი, ჭყორი თეთრარშიანი, ფაცია იაპონური, ნანდინა, კორდილინე, ურთხელი, პალმა ვაშინგტონია, პალმა ბუტია, პალმა ქამეროფსი, იდეზია, მუხა მირზინფოთოლა, მაჰონია, ყუნწშაქარა და ცხრატყავა.
გარდა ამისა, მხარეებმა ერთობლივი საველე ექსპედიციები დაგეგმეს და ურთიერთანამშრომლობის გაღრმავებაზე ისაუბრეს.
მასალის გამოყენების პირობები